Accessibility links

საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა შვეიცარიასთან წააგო


ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მერვე ტურში საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა შვეიცარიის ასევე ახალგაზრდულ ნაკრებს გორში უმასპინძლა და დამარცხდა, ანგარიშით 0:3. თამაში, კორონავირუსის პანდემიის გამო, მაყურებლის გარეშე გაიმართა.

რვა მატჩის შემდეგ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ გუნდს სამი მოგება და ხუთი წაგება აქვს და ცხრა ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს სლოვაკეთთან. შვეიცარია ჯგუფის ლიდერია ოცდაერთი ქულით. თვრამეტი ქულა აქვს საფრანგეთს, მეხუთე და მეექვსე საფეხურებს კი აზერბაიჯანი და ლიხტენშტაინი იკავებენ, ექვსი და სამი ქულით.

ქართველი ახალგაზრდები მორიგ შეხვედრაში 13 ოქტომბერს აზერბაიჯანელ თანატოლებს უმასპინძლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG