Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსიდან თავისი ელჩის გაწვევა გადაწყვიტა


გაერთიანებული სამეფოს ელჩი ბელარუსში, ჯეკლინ პერკინსი მინსკში ბრიფინგზე 2020 წლის 5 თებერვალს.
გაერთიანებული სამეფოს ელჩი ბელარუსში, ჯეკლინ პერკინსი მინსკში ბრიფინგზე 2020 წლის 5 თებერვალს.

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსიდან თავისი ელჩი გაიწვია და ამის შედეგად, შეუერთდა ევროპის ქვეყნების სიას, რომლებმაც მინსკიდან თავიანთი დიპლომატები დააბრუნეს ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე.

როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა, განაცხადა, ლონდონმა გადაწყვეტილება მიიღო პოლონეთისა და ლიეტუვის მიმართ ბელარუსის ხელისუფალთა გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ პროტესტის ნიშნად, გაეწვიათ მათი დიპლომატიური მისიები და შეემცირებინათ საელჩოების თანამშრომელთა რაოდენობა.

გასულ კვირაში ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ ქვეყნებიდან ელჩებს გაიწვევს.

ამის შემდეგ ბელარუსის დედაქალაქიდან ელჩები დააბრუნეს ბულგარეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, ასევე პოლონეთმა ბალტიის სამ სახელმწიფოსთან, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთთან ერთად. იტყობინებიან რუმინეთის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების შესახებაც.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანახმად, 10 ოქტომბრის დილისთვის მხოლოდ ავსტრიის და იტალიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები რჩებიან მინსკში.

ბელარუსის ხელისუფლებამ თავისი ელჩებს გაწვევა ევროკავშირის ქვენებიდან დაიწყო მას მერე, რაც ბრიუსელმა სანქციები დაუწესა ბელარუს ჩინოვნიკებს, რომლებსაც ბრალად დასდეს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო გამოსვლების სასტიკ ჩახშობაში მონაწილეობა.

საპროტესტო გამოსვლების დროს ათასობით დემონსტრანტი დააკავეს, ასეულობით დაშავდა, რამდენიმე დაიღუპა, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. საპატიმროებში მოხვედრილები იტყობინებიან წამებისა და დამცირების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG