Accessibility links

ყირგიზეთის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცა


ყირგიზეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, სადირ ჟაპაროვი.

ყირგიზმა კანონმდებლებმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს სადირ ჟაპაროვი 4 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არეულობის ფონზე.

10 ოქტომბრის კენჭისყრა გაიმართა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა პოლიტიკური არეულობის გამო საგანგებო მდგომარეობის შემოღება ისურვა. ჟეენბეკოვმა, რომლის მომხრე პარტიების არჩევნებში გამარჯვებას მოჰყვა ოპოზიციური ძალების უკმაყოფილება, განაცხადა, რომ ის გადაგება, როცა ახალი მთავრობა ხელისუფლებაში მოვა.

ჟაპაროვი აირჩიეს დეპუტატებმა, რომლებიც აირჩიეს ყირგიზეთის პარლამენტში 2015 წელს და რომლებიც შეიკრიბნენ ბიშკეკს გარეთ, ჟეენბეკოვის ოფიციალურ რეზიდენციაში.

120 წევრიანი პარლამენტის ყველა წევრი არ ესწრებოდა კრებას, მაგრამ სპიკერმა განაცხადა, რომ 62 წევრიანი კვორუმი მიღწეული იყო პირების ჩათვლით, რომლებმაც წარადგინეს იმ დეპუტატების მიერ მიცემული მინდობილობა, რომლებიც არ ესწრებოდნენ შეხვედრას.

ჟაპაროვმა კენჭისყრის შემდეგ განცხადა, რომ დატოვებს ყველა მინისტრს, რომლებიც ასრულებდნენ მოვალეობას სანამ წინა პრემიერს, კუბატბეკ ბორონოვს დემონსტრაციების ფონზე
აიძულებდნენ, გადამდგარიყო 6 ოქტომბერს.

ბორონოვის შინაგან საქმეთა მინისტრი, თვითონ გადადგა. მას, ისევე როგორც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელს, რომელიც ჟეენბეკოვმა მოხსნა 9 ოქტომბერს, მათი მოადგილეები შეცვლიან, განაცხადა ჟაპაროვმა. მან თქვა ასევე, რომ აპირებს საპარლამენტო საარჩევნო სისტემის შეცვლას.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები 9 ნოემბერამდე უნდა ჩატარდეს, თუმცა თარიღი არ გამოუცხადებიათ.

პარლამენტის მიერ ჟაპაროვის დამტკიცებამდე პოლიციამ დააკავა მისი მეტოქე, ყოფილი პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატანბაევი, რომელიც დემონსტრანტებმა გაათავისუფლეს ამას წინათ საპროტესტო გამოსვლების დროს.

9 ოქტომბერს ბიშკეკში შეტაკებები მოხდა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მომხრეებს შორის, კერძოდ, ვინც ატანბაევს უჭერს მხარს და ვისაც ახალი მთავრობის მეთაურად სადირ ჟაპაროვის დანიშვნა სურდა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ჟაპაროვის მომხრეებმა ქვები და ბოთლები ისროლეს ატანბაევის და მისი მომხრეების მიმართულებით.

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, სამედიცინო დახმარებისთვის ექიმებს მიმართა შვიდმა ადმიანმა, ორი საავადმყოფოშია. დაშავებულებს შორის არის ვიცე-პრემიერობის პრეტენდენტი ტილეკ ტოკტოგაზიევი.

ბიშკეკის შინაგან საქმეთა უწყების თანახმად, 9 ოქტომბრის აქციაზე ორ პირს ტყვიით მიაყენეს ჭრილობა. მომხდარს იძიებენ.

6,5 მილიონი მოსახლეობის მქონე შუააზიურ სახელმწიფოში არეულობა დაიწყო 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელშიც პრეზიდენტის მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს და როცა გავრცელდა ინფორმაცია ხმების ყიდვის შემთხვევებისა და არაერთი დარღვევის შესახებ.

ოპოზიციურმა ჯგუფებმა მოახერხეს ეიძულებინათ კაბინეტი, გადამდგარიყო, ხოლო საარჩევნო კომისია - გაეუქმებინა შედეგები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG