Accessibility links

რუსთავის ანსამბლ „თუთარჩელას“ ახალგაზრდა გუნდის 30 წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა


რუსთავის ფოლკლორული ანსამბლის „თუთარჩელას“ ახალგაზრდა გუნდის 32 წევრიდან 30-ს, მათ შორის ანსამბლის ხელმძღვანელს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებულები თბილისის კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში მკურნალობენ. ანსამბლის წევრებს შორის კორონავირუსის გავრცელების პირველი შემთხვევა 3 ოქტომბერს დაფიქსირდა.
„თუთარჩელას“ ხელმძღვანელის თამარ ბუაძის ცნობით, ინფიცირებულებს დაავადების სუსტი სიმპტომები აღენიშნებათ.

„თავად მე, სიმპტომები ყელის ტკივილით და პირში გემოს გაქრობით მაქვს გამოხატული. ანსამბლის დანარჩენ წევრებსაც მსუბუქი სიმპტომები აქვთ. როგორც ჩანს, რეპეტიციის დროს, ორ დღეში, ყველა ერთად დავინფიცირდით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამარ ბუაძემ.

„თუთარჩელა“ თბილისში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე გამოსასვლელად ემზადებოდა.

11 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 523 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გარდაიცვალა 7 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG