Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს


ვლადიმირ ვაისი
ვლადიმირ ვაისი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბელარუსთან თბილისში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, უეფას ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის გათამაშებაზე გადაერთო და დღეს, მესამე ტურის შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. პოლონეთის ქალაქ ტიხში გასამართ მატჩში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იმ ფეხბურთელებისთვის აპირებს შანსის მიცემას, რომლებსაც წინა თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ. სლოვაკმა სპეციალისტმა ამის შესახებ თავად განაცხადა, წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

„ოთარ კაკაბაძე და გურამ კაშია ტრავმის გამო გამოგვაკლდნენ. მომავალ შეხვედრაში არაერთ ცვლილებას ვგეგმავთ. ითამაშებენ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ბოლო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ და საკუთარ შანსს ელიან“, - თქვა ვლადიმირ ვაისმა.

სომხეთისა და საქართველოს მატჩი წინასწარი განრიგით, დღეს ერევანში უნდა გამართულიყო, მაგრამ მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, უეფამ პოლონეთში გადაიტანა. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG