Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერის თქმით, ის 3-4 ბაღი, სადაც მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, არ გაიხსნება


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის რამდენიმე ბაღში მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, აქედან გამომდინარე, 12 ოქტომბრიდან ამ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ დაიწყება. კალაძის თქმითვე, მუნიციპალიტეტის ბაღები ბავშვების მისაღებად მზად არიან, თუმცა 12 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაა დაგეგმილი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს უწყებათაშორისი საბჭო, ორშაბათს გახდება ცნობილი.

„3-4 ბაღია, სადაც მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ეს ბაღები ამ ეტაპზე არ გაიხსნება. მშობლებიც უკვე გაფრთხილებულები არიან… დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა [ბავშვების მისაღებად]. ხვალ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაა, სადაც უფრო დეტალურად იქნება საუბარი არსებულ მდგომარეობაზე. იცით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინფორმაციას მოგაწვდით”, - აცხადებს კალაძე.

ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სპეციალური რეკომენდაციებისა და წესების დაცვით 12 ოქტომბრიდან უნდა განახლდეს.

XS
SM
MD
LG