Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში მდინარეში მოზარდი დაიხრჩო


ჯებირიდან მდინარე მტკვარში გადავარდნის შედეგად რუსთავში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო. სამაშველო სამსახურიდან რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 112-ზე შეტყობინება დაახლოებით 14:00 საათზე შევიდა.

„გვითხრეს, ბავშვი ჯებირიდან გადავარდაო, საძიებო სამუშაოებში ჩაერთო სამაშველო სამსახურის მყვინთავები“, - თქვეს სამაშველო სამსახურში.
ტრაგედიის ზუსტ მიზეზებს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამართალდამცველები ამჟამად შემთხვევის ადგილს სწავლობენ ე.წ წყალსაქაჩის ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქის ცენტრალური ხიდიდან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG