Accessibility links

logo-print logo-print

მთიანი ყარაბაღის გარშემო ცეცხლის შეწყვეტის ვითარება დაიძაბა, მხარეები ერთმანეთს მის დარღვევაში ადანაშაულებენ


ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ვითარება კვლავ დაძაბულია აზერბაიჯანის და სომხეთის ძალებს შორის, რომლებიც ერთმანეთს ადანაშაულებენ თავდასხმებში, რომლებიც მათი ინფორმაციით, განხორციელდა ზავის 10 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით შუადღისას, ძალაში შესვლის შემდეგ. ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო ობიექტებისთვის ცეცხლის დაშენის გამო და მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან შეთანხმება.

აფეთქებამ შეარყია მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის დედაქალაქი სტეფანაკერტი 10 ოქტომბრის საღამოს და დღის პირველ ნახევარში.

სეპარატისტული ანკლავის ეთნიკური სომხების დე ფაქტო შეიარაღებული ძალები ასევე ბრალს სდებენ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის სხვა ქალაქების დაბომბვაში.

10 ოქტომბრის საღამოს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა განცხადებით, რომელშიც აზერბაიჯანს ზავის პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთიდან გაშვებულმა რაკეტებმა კვლავ დაარტყეს განჯას, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს.

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ განჯისთვის რაკეტების დაშენის შედეგად 9 ადამიანის დაღუპვისა და 34-ის დაშავების შესახებ გაავრცელა ცნობა.

ევროკავშირისის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა „ყველა მონაწილეს, მათ შორის გარეშე ქვეყნებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი იმგვარი ქმედებისგან, რასაც ახალი მსხვერპლი შეიძლება მოჰყვეს“.

ჯოზეპ ბორელმა გამოაცხადა, რომ „ჩვენ ამ მხრივ უკიდურესი შეშფოთებით ვიღებთ ცნობებს სამხედრო მოქმედებათა გაგრძელების შესახებ, სხვათა შორის, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ, ასევე სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის გარშემო და დაბეჯითებით მოვუწოდებთ მხარეებს შეთანხმების სრული დაცვისკენ ადგილებზე“, ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

ბაქომ სომხეთს ბრალი დასდო წარუმატებელ მცდელობაში, სარაკეტო ან დრონით იერიში მიეტანა მინგეჩაურის ელექტროსაგურზე.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ იტყობინებოდნენ ბრძოლების შესახებ დაპირისპირებული მხარეების ძალების გამყოფი ზოლის გასწვრივ.

სეპარატისტულ რეგიონში ეთნიკურ სომხების ლიდერმა, არაკი ჰარაციუნიანმა განაცხადა, რომ რუსეთის შუამავლობით მიღწეულ ზავს იცავენ, მაგრამ ვითარება დაძაბულია.

მან დასძინა, რომ ტყვეების გაცვლის პროცესი უნდა დაწყებულიყო 11 ოქტომბერს, მაგრამ ეჭვქვეშ დადგა.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის შუამავლობით მხარეებმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ორკვირიანი მძაფრი ბრძოლების შემდეგ.

ამ შეთანხმებით, სამშვიდობო მოლაპარაკების კვლავ დაწყებას შუამავლობა უნდა გაუწიოს ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, რუსეთი და საფრანგეთი. მოლაპარაკების არსებული ფორმატი კვლავ დარჩება და არ შეიცვლება დროთა განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG