Accessibility links

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ისევ ადანაშაულებენ ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში


სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე სამხრეთ ფრონტზე განაგრძობს ინტენსიურ სარაკეტო იერიშს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეპანიანი ფეისბუკზე წერს, რომ ღამით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შედარებით სტაბილური და დაძაბული ვითარება იყო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო დღეს დილით იუწყება, რომ ჰუმანიტარული ზავის რეჟიმს არღვევენ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები, რომლებმაც აზერბაიჯანის აგდამის რაიონის ტერიტორია დაცხრილეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, ღამის განმავლობაში ფრონტის მთელ ხაზზე სტაბილურად დაძაბული ვითარება იყო.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტაზე სომხეთი და აზერბაიჯანი გასულ კვირაში, მოსკოვში შეთანხმდნენ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების, ზოჰრაბ მნაცაკანიანის და ჯეიჰუნ ბაირამოვის მოლაპარაკებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობდა. მოსკოვში მიღწეული შეთანხმებით, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რათა მხარეებმა სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები გაცვალონ. საზავო რეჟიმის ამოქმედებიდან მალევე სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG