Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათზე თავდასხმები მოხდა


„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ლევან ქართველიშვილი აცხადებს, რომ თბილისში თავს დაესხნენ. ქართველიშვილი, რომელიც სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრია, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ლევან ქართველიშვილმა მედიას უამბო, რომ წუხელ, ბახტრიონის ქუჩის მახლობლად ფიზიკურად გაუსწორდა ორი პირი. ქართველიშვილის თქმით, მას „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლიკიანი მაისური ეცვა და თავდამსხმელები ამან გააღიზიანა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში თავდასხმის შესახებ განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ოქტაი სკანდარავამ, რომელიც მის ცემაში ადანაშაულებს „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი საარჩევნო პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა. მომხდარ ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG