Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NBA-ის ჩემპიონი „ლეიკერსი“ გახდა, MVP - ლებრონ ჯეიმსი


სერიის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც საპლეიოფო შეხვედრებში მონაწილეობის რეკორდი 260 მატჩამდე გაზარდა.
სერიის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც საპლეიოფო შეხვედრებში მონაწილეობის რეკორდი 260 მატჩამდე გაზარდა.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA), სუპერფინალური სერიის მეექვსე შეხვედრაში ლოს-ანჯელეს „ლეიკერსმა" „მაიამი ჰიტი" დაამარცხა, ანგარიშით 106-93, სერია კი 4:2 მოიგო და კლუბის ისტორიაში, მეჩვიდმეტე საჩემპიონო ბეჭედს დაეუფლა.

სერიის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც საპლეიოფო შეხვედრებში მონაწილეობის რეკორდი 260 მატჩამდე გაზარდა. „მეფემ“ დღევანდელ თამაშში სამმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 14 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და სუპერფინალების MVP-ის (ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო) წოდება კარიერაში მეოთხედ მოიპოვა. ამასთან, ის პირველი კალათბურთელია NBA-ის ისტორიაში, რომელიც MVP სამ კლუბში თამაშისას გახდა - „მაიამი ჰიტის“ (2012 და 2013), „კლივლენდ კავალიერსისა“ (2016) და „ლეიკერსის“ (2020) რიგებში.

ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“გამარჯვება კლუბის ლეგენდის კობი ბრაიანტის ხსოვნას მიუძღვნა. ბრაიანტი ცხრა თვის წინ, ავიაკატასტროფისას დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG