Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორნიკე ჯანაშვილი: რთულია ახალი პოლიტიკური სუბიექტისთვის ცხელ საარჩევნო კამპანიაში ჩართვა


თორნიკე ჯანაშვილი, "რეფორმერის" თავმჯდომარე
თორნიკე ჯანაშვილი, "რეფორმერის" თავმჯდომარე

პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე, თორნიკე ჯანაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური სუბიექტისთვის ცხელ საარჩევნო კამპანიაში ჩართვა რთული პროცესია, თუმცა ამის მიუხედავად, პარტიას აქვს ინოვაციური, განსხვავებული მიდგომები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ამიტომ ცნობადობის თვალსაზრისით სწრაფად იზრდება.

„დილის საუბრების“ წამყვანის კითხვაზე, რატომ შეიქმნა პარტია უშუალოდ არჩევნების წინ, თორნიკე ჯანაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის შექმნამდე დაახლოებით ერთი წლის წინ, 2019 წლის მარტში დაფუძნდა საზოგადოებრივი პლატფორმა „რეფორმერი“, რომელიც რეალურად ის გუნდია, რომელიც ახლა პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენს:

„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, სადაც ცალსახა იყო, რომ ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ იმ რეფორმებისა და პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ჩვენ შევიმუშავეთ, აუცილებელია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბერკეტი და ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ თამამად, რომ ჩვენ თვითონ ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკური პარტია და ის იდეები და იდეოლოგია, რისიც გვჯერა, ვაქციოთ რეალობად“, - განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა „დილის საუბრებში“.

პოლიტიკური პარტია „რეფორმერი“ საპარლამენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობს. პარტია მიმდინარე წლის ივნისში დარეგისტრირდა და თავიდანვე ყურადღება სოციალურ ქსელებში აქტიური კამპანიით მიიპყრო. პარტია თავის რიგებში ძირითადად სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ახალგაზრდებს აერთიანებს.

პარტია არჩევნებში მე-13 ნომრით მონაწილეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG