Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური მღელვარების ფონზე, ყირგიზეთის პრეზიდენტმა ბიშკეკში აღადგინა საგანგებო მდგომარეობა


ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლთაც დედაქალაქ ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა აღდგება, მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ათასობით მოქალაქე შეუერთდა საპროტესტო ტალღას, რამაც ქვეყანაში ქაოსი შექმნა. აქციები საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამო იმართება.

ჟეენბეკოვის პრესსამსახურმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა საჭიროა "კვლავ არსებული დაძაბულობისთვის, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ძალადობა და საფრთხე შეუქმნას ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მასობრივი არეულობის შემდეგ". საგანგებო მდგომარეობა 19 ოქტომბრამდეა გამოცხადებული.

აქციების გამო გადადგნენ ჟეენბეკოვის მთავრობა და პარლამენტის თავმჯდომარე.

ყირგიზეთი შუა აზიის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის პოლიტიკურ სისტემაში დემოკრატიის ელემენტები გვხვდება, თუმცა ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის სიღარიბე, კორუფცია, კლანთა შორის დაპირისპირებები და ჩრდილოეთისა და სამხრეთის რეგიონებს შორის არსებული უთანხმოება.

4 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდნენ პრეზიდენტის მომხრე პარტიები, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნებს თან სდევდა ამომრჩევლის მოსყიდვა და გაყალბება. დემონსტრაციების გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა ოფიციალური შედეგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG