Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოშტარია უგულავას ვიდეომიმართვის შესახებ: ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარმა კანდიდატმა ვაკის რაიონში ელენე ხოშტარიამ უპასუხა ამავე პარტიის გენერალური მდივნის გიგი უგულავას ვიდეომიმართვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ამჟამად ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და „ნაციონალურ მოძრაობას" ეხებოდა.

„გასაგებია, რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, პარტიებს შორის კონკურენციაა და ერთიანობის მიუხედავად, ითხოვს გარკვეული განსხვავებების ჩვენებას, თუმცა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ", - აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

გიგი უგულავას აზრით, „ვანო მერაბიშვილმა გააღვიძა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერის კანდიდატი და რომ სწორედ ის [მერაბიშვილი] ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. სააკაშვილმა ოპოზიციის ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG