Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს აცნობა, რომ სრულიად ჯანმრთელია და მზად არის ყველას აკოცოს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა და პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევისთვს ბრძოლას აგრძელებს. „მე ეს გავიარე და როგორც ამბობენ, იმუნიტეტი მაქვს“, - თქვა ტრამპმა.

12 ოქტომბერს, ფლორიდის შტატის ქალაქ სენფორდში, მხარდამჭერთა მიტინგზე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავს იმდენად ძლიერად გრძნობს, მზად არის ყველა დაკოცნოს. აშშ-ის პრეზიდენტმა მიტინგზე შეკრებილებს ესროლა პაკეტი წითელი ნიღბებით, რომლებსაც ტრამპი აწერია.

მიტინგამდე ერთი დღით ადრე, პრეზიდენტის ექიმმა, შონ კონლიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ტესტირების შედეგიც უარყოფითია და ის ინფექციის გადამტანი აღარ არის.

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს და პირველ ლედის კორონავირუსი აქვთ. დონალდ ტრამპი გადაიყვანეს უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო-სამედიცინო ცენტრში, რომელიც 5 ოქტომბერს დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა.

XS
SM
MD
LG