Accessibility links

კოვიდ-კლინიკებში პაციენტების გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევიდან 5 აჭარაშია


ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბათუმის რეპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი და 1 ბათუმის სამედიცინო ცენტრში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 70 წლის კაცის დიაგნოზი და ანამნეზი იყო: კოვიდ-19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა.

78 წლის ქალის დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ-19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, აორტოკორონალური სტენტირება, ორივე ქვედა კიდურის ენდოპროტეზირება.

57 წლის კაცის დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ-19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის გაჩერება, არტერიული ჰიპერტენზია.

73 წლის კაცის დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ-19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.

68 წლის ქალის დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ-19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 9 პაციენტის გარდაცვალება დღეს დილით დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში 9 ლეტალური შედეგი პანდემიის პერიოდში პირველადაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG