Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში მოკლულია ოთხი მებრძოლი და სამართალდამცავი ორგანოების სამი წევრი


გროზნო. საილუსტრაციო ფოტო.
გროზნო. საილუსტრაციო ფოტო.

13 ოქტომბერს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს ოქტომბრის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადეს. სპეცოპერაციის დროს მოკლულია ოთხი ადამიანი, ხელისუფლება მათ „ბანდიტებად“ მოიხსენიებს.

„ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ სროლისას დაიღუპა ასევე სამართალდამცავი ორგანოების სამი თანამშრომელი.

როგორც „რია ნოვოსტი“ აღნიშნავს, გროზნოში დღეს შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი პირველია რამდენიმე წლის განმავლობაში.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა Telegram-ში დაწერა, რომ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მონაწილეები „რეგიონის ტერიტორიაზე რამდენიმე ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ“.

მანამდე ჩეჩნეთის სერნოვოდსკის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ იქნა ორი სავარაუდო მეამბოხე. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყვნენ რუსტამ ბორჩაშვილი ინგუშეთის სოფელ ნესტეროვსკაიადან და კაზბეკ ბაიდულაევი ჩეჩნეთის სოფელ იანდიდან. როგორც იტყობინებიან, ისინი ასლან ბიუტუკაევის დაჯგუფებაში შედიოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG