Accessibility links

logo-print logo-print

მარია კალესნიკავამ უარი თქვა ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრაში მონაწილეობაზე


მარია კალესნიკავა

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დაპატიმრებულმა მარია კალესნიკავამ უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეხვედრაში პოლიტპატიმრებთან. შეხვედრა 10 ოქტომბერს გაიმართა მინსკის კგბ-ს საგამოძიებო იზოლატორში. კალესნიკავას უარის შესახებ სამშაბათს განაცხადა მისმა ადვოკატმა „ეხო მოსკვის“ ეთერში. მისი თქმით, პარასკევს კალესნიკავასთან ქალაქ ჟოდინოს საგამოძიებო იზოლატორში, სადაც ის იმყოფება, მივიდა ორი „სიმპათიური მამაკაცი“ და შესთავაზეს, ლუკაშენკასთან შესახვედრად წაჰყოლოდა მათ. კალესნიკავამ უპასუხა, რომ არ წაჰყვება მისთვის უცნობ პირებს და რომ „ჟოდინოს იზოლატორში უფრო მშვიდად გრძნობს თავს.“ გარდა ამისა, მან ეჭვი გამოთქვა, რამდენად აქვს აზრი ლუკაშენკასთან დიალოგს ახლა, როცა ოპოზიციის ყველა ლიდერი ან დაპატიმრებულია ან იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა.

ადრე უნდოდათ, თავად კალესნიკავაც ეიძლულებინათ, რომ დაეტოვებინა ბელარუსი, მაგრამ მან საზღვარზე თავისი პასპორტი დახია. ამის შემდეგ ის დააპატიმრეს და ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებებში დასდეს ბრალი.

ლუკაშენკასთან შეხვედრაში 12 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის მისი ცნობილი ოპონენტები და ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრები. კერძოდ, შეხვედრაზე იყვნენ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა და სიარჰეი ციხანოუსკი, უცხოეთში მყოფი სვიატლანა ციხანოუსკაიას მეუღლე. ციხანოუსკაიას ბევრნი მიიჩნევენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ნამდვილ გამარჯვებულად. როგორც იტყობინებიან, შეხვედრაზე ლუკაშენკამ ციხანოუსკის უფლება მისცა მაისში დაპატიმრების შემდეგ პირველად დაერეკა ცოლისთვის. ასევე, შეხვედრის ყველა მონაწილე აბანოში წაიყვანეს.

კვირას საგამოძიებო იზოლატორიდან გაათავისუფლეს და შინაპატმრობაში მოათავსეს ლუკაშენკასთან შეხვედრის ორი მონაწილე. სახელმწიფო ტელევიზიით აჩვენეს მათი განცხადებები, რომლებიც შეიძება ინტერპრეტირებულ იქნეს როგორც ლუკაშენკასთან თანამშრომლობის მოწოდებები საკონსტიტუციო რეფორმებზე მუშაობაში. ამ რეფორმაზე ისაუბრეს პოლიტპატიმრებთან შეხვედრაზეც. მაგრამ, როგორც ადვოკატები აცხადებენ, არავითარი შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, შედგა მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

9 აგვისტოს, როცა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა, ბელარუსში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც დღემდე გრძელდება. უკანასკნელ დღეებში ხელისუფლებამ კვლავ მკაცრი მეთოდებით დაიწყო მათი ჩახშობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG