Accessibility links

site logo site logo

ციხანოუსკაიამ ულტიმატუმი წაუყენა ლუკაშენკას


საზღვარგარეთ დევნილობაში მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, „სახალხო ულტიმატუმი“ წაუყენა ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც თუ 25 ოქტომბრამდე არ დატოვებს თავის პოსტს, მაშინ ბელარუსში „საერთო-სახალხო გაფიცვა“ დაიწყება.

ციხანოუსკაიას ოფიციალური ტელეგრამის არხით გავრცელებული ულტიმატუმი სამი პუნქტისგან შედგება: 13 დღის განმავლობაში ლუკაშენკამ უნდა განაცხადოს გადადგომის შესახებ; აუცილებლად უნდა შეწყდეს ქუჩაში დემონსტრანტებზე ძალადობა და საპატიმროდან გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი.
თუ ეს მოთხოვნები 25 ოქტომბრამდე არ იქნება დაკმაყოფილებული, მაშინ ქუჩაში „მთელი ქვეყანა გამოვა“, - აცხადებს ციხანოუსკაია.

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ამ მოთხოვნებზე ლუკაშენკას პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG