Accessibility links

ოთარ კახიძე: ქუთაისში ჩვენი ოფისის დაზიანება სცადეს


ქუთაისში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მისი ოფისის დაზიანება სცადეს. კახიძემ ფეისბუკზე ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა.

"ჩამსხვრევა ვერ შეძლო, ვინაიდან მინები არის ბრონირებული და ვერ გატეხა მინა, თუმცა დააზიანა ბანერი. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, ვინაიდან ძალადობრივ გარემოს ახალისებს", - აცხადებს კახიძე.

მისი თქმით, მათ ინტერესშია, რომ არჩევნები მშვიდად ჩატარდეს.

"ხელისუფლება, იმის გამო, რომ არ სჯის მსგავს ინციდენტებში მხილებულ პირებს, როდესაც არ ატარებს შესაბამის ზომებს, ეს ქმნის დაუსჯელობის განცდას, დაუსჯელობის განცდა კი ახალ დანაშაულს ახალისებს და კიდევ უფრო ამძიმებს ძალადობრივ ფონს... პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს იდეებით და პროგრამებით უნდა ეჯიბრებოდნენ და არა აგურებით, ქვებით და მუშტი-კრივით", - თქვა კახიძემ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ოპოზიციური პარტიების ოფისის დაზიანება სცადეს. ასე მოხდა რამდენიმე კვირის წინაც, როცა კახა ოქრიაშვილის სამაჟორიტარო ოფისი დააზიანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG