Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოსებ სტალინს ძეგლს დაუდგამენ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სოფელში


დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში უახლოეს ხანში ძეგლს დაუდგამენ საბჭოთა დიქტატორ, იოსებ სტალინს.


„ეხო კავკაზას“ ცნობით, ინიციატივა ეკუთვნის თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატ, ძამბოლათ თედეევს, რომელსაც სურს სტალინის ძეგლი დაიდგას მის მშობლიურ სოფელ წორბისში.

მანვე დააფინანსა ამ სოფლის მოედნის მშენებლობა, რომელსაც სტალინის სახელს უწოდებენ.

ძეგლი დამზადდა ჩრდილოეთ ოსეთში მოღვაწე მოქანდაკის, იბრაგიმ ხაევის, სახელოსნოში. „თავდაპირველად ძეგლი, როგორც იტყვიან, ჩემთვის ავაგე. მაგრამ ძამბოლათ თედეევმა გადაწყვიტა ამ ნაშრომის შეძენა“, - აცხადებს, იბრაგიმ ხაევი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG