Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქუთაისში „ლელო“-ს წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ


ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

„ლელო - საქართველოსთვის“ ქუთაისის მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ქუთაისში მისი შტაბის აქტიურ წევრს პაატა კიკაბიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით, შემთხვევა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. „ლელოს“ წარმომადგენელს პარტიის სააგიტაციო მასალების გამო თავდამსხმელებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და კასტეტი ჩაარტყეს.

ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი მომხდარს „ლელოს“ რეიტინგის ზრდას უკავშირებს.

„ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული, ჯგუფური დანაშაული. დაუყოვნებლივ მოვითხოვ ამ ფაქტის გამოძიებას სრულყოფილად და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლების მხრიდან შეფასებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები პოლიციაში არიან გადაყვანილნი.

„ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციაში ანა ნაცვლიშვილის განცხადების საპასუხოდ კომენტარს არ აკეთებენ.

„ლელოს“ ქუთაისის შტაბის წევრი პაატა კაკაბაძე ფიზიკური დაზიანებებით გადაყვანილია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG