Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტი ჟეენბეკოვი ყირგიზეთს მოუწოდებს, პოლიტიკური კრიზისი კანონიერი გზებით გადაჭრას


პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყირგიზეთის ყველა პოლიტიკურ პარტიასა და მოქალაქეებს, კანონს უერთგულონ, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი და მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრაციებმა, რომლებიც მოჰყვა კამათის საგნად ქცეულ საპარლამენტო არჩევნებს, მთავრობის გადადგომა მოიტანა შედეგად.

"პრობლემები მხოლოდ კანონის საზღვრებში უნდა გადაიჭრას და არა ზეწოლით. მოგიწოდებთ, კანონს უერთგულოთ", - განაცხადა ჟეენბეკოვმა 14 ოქტომბერს, სანამ პარლამენტი სადირ ჯაფაროვს აირჩევდა ახალ პრემიერ-მინისტრად ხელმეორე კენჭისყრაზე.

ერთი დღით ადრე ჟეენბეკოვმა უარყო პარლამენტართა ჯგუფის გადაწყვეტილება პრემიერად ჯაფაროვის დანიშვნის შესახებ. უწინ ჯაფაროვი მოტაცებაში ცნეს დამნაშავედ და ის გასულ კვირაში გაათავისუფლეს ციხიდან. ჟეენბეკოვის ოფისის თქმით, უარის მიზეზი კვორუმის არარსებობა იყო.

ყირგიზეთში ათასობით მოქალაქე გავიდა ქუჩებში 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგის გასაპროტესტებლად, რომლითაც გამარჯვება პრეზიდენტის მომხრე პარტიებს მიენიჭა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG