Accessibility links

ენმ-ის თანახმად, ბოლნისში გაქურდეს კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ოფისი


გუშინ ღამით ბოლნისში, ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ოფისი გატეხეს. რეგიონში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, წაღებულია კომპიუტერები:

„კომპიუტერებია წაღებული, ძალიან დაბალი ინტელექტის პატრონი ხალხია, სავარაუდოდ, ეგონათ, რომ ამ კომპიუტერებში ინახება რამე მნიშვნელოვანი ინფორმაცია საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. არ ინახებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ ვიცით, რა პირობებში ვმუშაობთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დიმიტრი შაშკინმა. მისი თქმით, ოფისი მდებარეობს ბაზრის სიახლოვეს, სადაც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული და საქმის გამოძიება, სურვილის შემთხვევაში, იოლად შეიძლება.

დიმიტრი შაშკინი კახა ოქრიაშვილის ოფისის გატეხას უკავშირებს კრიმინალურ ჯგუფს, რომელსაც, მისი თქმით, ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის ძმა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას ითვალისწინებს.

კახა ოქრიაშვილის სამაჟორიტარო ოფისი რამდენიმე კვირის წინაც დააზიანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG