Accessibility links

logo-print logo-print

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ბელარუსში სპორტსმენებზე ზეწოლის ფაქტებს შეისწავლის


ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნილს ნიგარდის განცხადებით, ევროპის ოლიმპიურ მმართველ ორგანიზაციაში არაერთი საჩივრის წერილი შედის ბელარუსი სპორტსმენებისგან, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულ წნეხზე საუბრობენ.

ნიგარდმა EOC-ის ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელებული განცხადებით, ბელარუსის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოლიმპიურ ქარტიაში გაწერილი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა, რათა სპორტსმენები დაცულნი იყვნენ დისკრიმინაციისგან, მათი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების მიუხედავად.

ნიგარდისვე სიტყვებით, ბელარუსი ათლეტების უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა უკვე დაიწყო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG