Accessibility links

site logo site logo

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა


ევროპის ლიგის დარჩენილი ორი ტურის შეხვედრები ნოემბერში შედგება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგაზე, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასვლით მატჩში ფრეს დასჯერდა. სკოპიეში გამართული შეხვედრის 74-ე წუთზე ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, 92-ე წუთზე კი ეზგიან ალიოსკიმ პენალტით დააფიქსირა საბოლოო შედეგი - 1:1.

ოთხი ტურის შემდეგ, ჯგუფის ლიდერები სწორედ ეს გუნდები არიან, ექვს-ექვსი ქულით და დიდი ალბათობით, ერთა ლიგის B დივიზიონის საგზურიც მათ შორის გათამაშდება. ტურნირის განახლებამდე საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია კიდევ ერთხელ უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თამაში 12 ნოემბერს თბილისის „დინამოარენაზე“ გაიმართება და მასში გამარჯვებული ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

ევროპის ლიგის დარჩენილი ორი ტურის შეხვედრებიც ნოემბერში შედგება. 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები სომხეთს უმასპინძლებს, 18-ში - ესტონეთს. ჩრდილომაკედონიელები ტურნირს შინ ესტონეთთან (15 ნოემბერს) და სტუმრად სომხეთთან (18 ნოემბერს) თამაშებით ჩაამთავრებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG