Accessibility links

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევაა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს დილით დაადასტურეს კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო კომიტეტის, „ოსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ პანდემიის დაწყებიდან სულ აღრიცხულია 197 შემთხვევა, მათგან 107 რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, კოჩიევამ მოქალაქეებს მოუწოდა მაღალი პასუხისმგებლობისა და ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებსა და ოფისებში დამცავი ნიღბების გამოყენებისკენ.

სააგენტო „რესის“ ცნობით, ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და გაიზარდა სტაციონარის მედპერსონალის რაოდენობა. ექიმ ტამარა ჯიოევას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ასაკი 30-დან 70 წლამდეა და ზოგიერთ მათგანს თანმდევი დაავადებები აქვს, რაც მკურნალობას ართულებს.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ადგილობრივ დე ფაქტო მთავრობას აპრილის შემდეგ აღრიცხული აქვს კორონავირუსის 2479 შემთხვევა, მათგან 23 გარდაცვალების.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG