Accessibility links

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატმა თავი აარიდა საკვანძო შეკითხვებზე პასუხის გაცემას


ჯანდაცვა კვლავ რჩება მთავარ თემად აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად დასახელებული ეიმი კონი ბარეტის დამტკიცების მოსმენებზე, რომელიც 14 ოქტომბერს გაგრძელდა სენატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.

დემოკრატები, რომლებმაც ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ უზენაესი სასამართლოს წევრობის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დასახელებულ, კანდიდატურას, ცდილობენ მოსმენების ოთხი დღე გამოიყენონ წინასაარჩევნო კამპანიისთვის რესპუბლიკელების წინააღმდეგ 3 ნოემბრის არჩევნებამდე სამი კვირით ადრე.

მოსმენების სულ, ოთხი დღიდან, მესამე დღეს, 14 ოქტომბერს, ბარეტი, ფედერალური სააპელაციო სასამართლოს კონსერვატორი მოსამართლე, განაგრძობდა თავიდან აეცილებინა პასუხი გაეცა შეკითხვებზე რომლებიც ეხებოდა კლიმატის ცვლილებას, აბორტს, ჯანდაცვას, იმიგრაციას, ერთი სქესის პირებს შორის ქორწინებას და სხვა თემებს.

მან თავი აარიდა პოლიტიკასა და საზოგადოებრივი პოლიტიკის შესახებ შეკითხვებზე პასუხს და განაცხადა, რომ უადგილო იქნებოდა იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდა ის საკითხებზე, რომელთა განხილვა მას შეიძლება მოუწიოს როგორც მოსამართლეს.

47 წლის ბარეტმა მოსმენის დროს თქვა, რომ ის საქმეების შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებს მაშინ, როცა მათი განხილვის დრო დადგება და არა წინასწარ.

მისი თქმით, ის მომხრეა, იხელმძღვანელოს კონსტიტუციით, მაგრამ თავისი ღრმა პირადი და რელიგიური რწმენა არ განსაზღვრას იურიდიულ პოზიციას.

დემოკრატიულმა პარტიის წევრებმა გაკრიტიკეს მისი კანდიდატურის დასახელება მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების და კორონავირუსის პანდემიის გამო. დემოკრატები ცდილობენ ბარეტი წარმოადგინონ, როგორც საფრთხე სამედიცინო მომსახურეობის მისაწვდომობის შესახებ 2010 წლის, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროინდელი, კანონისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG