Accessibility links

logo-print logo-print

იზრდება შიში ავღანეთში, ჰელმანდის დედაქალაქში „გამომწყვდეული“ ავღანელი მოქალაქეების მდგომარეობის გამო


ლტოლვილები ნადალის არეალიდან თალიბანსა და ავღანეთის არმიას შორის ბრძოლებს გაურბიან ჰელმანდის დედაქალაქ ლაშქარ გაჰისკენ. 14 ოქტომბერი, 20202 წელი.

იზრდება შეშფოთება ათეულ ათასობით ავღანელი მოქალაქის გამო, რომლებიც „გამომწყვდეული“ არიან თალიბანსა და სამთავრობო ჯარებს შორის ბრძოლების გამო სამხრეთის პროვინცია ჰელმანდის დედაქალაქ ლაშქარ გაჰში.

ექვსი ათასამდე ლტოლვილი ოჯახია ქალაქში რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ, ამცნო რადიო თავისუფლებას ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა.

გაეროს სააგენტოების თანახმად, მძიმე ბრძოლების გამო, რომელშიც ავღანეთის არმიას მხარს უჭერს აშშ-ის ავიაცია, რათა დაიცვან ქალაქი თალიბანისგან, შეწყდა ელექტროდენის მიწოდება, არ მუშაობს სატელეკომუნიკაციო საშუალებები, არ ფუნქციონირებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაკეტილია გზები.

Amnesty International-მა ორივე მხარეს მოუწოდა მისცენ მოქალაქეებს „უსაფრთხო გასვლის“ შესაძლებლობა თორემ „ჰუმანიტარული კატასტროფა“ გარდაუვალია. გაეროს მისიამ ავღანეთში მოუწოდა ორივე მხარეს, „ყველა ზომას მიმართონ, რათა დაიცვან სამოქალაქო პირები“, და ქალაქის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა მისცენ მათ, ვისაც გასვლა სურს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG