Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეომ გააკრიტიკა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის ჩარევა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეომ გააკრიტიკა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის ჩარევა. მისი თქმით, ის, რაც დღეს ხდება აზერბაიჯანსა და სომხეთში, ძალიან სახიფათოა.

„ახლა გვყავს თურქეთი, რომელიც ჩაერია ვითარებაში და რესურსები მიაწოდა აზერბაიჯანს, რითიც გაიზარდა რისკი და სამხედრო ძალა, რომელიც გვაქვს ამ ისტორიულ ბრძოლაში ტერიტორიისთვის სახელად მთიანი ყარაბაღი, პატარა ტერიტორიისთვის 150 ათასამდე მოსახლეობით,“ განაცხადა პომპეომ 15 ოქტომბერს აშშ-ის ერთ-ერთი ტელეარხისთვის გაკეთებულ კომენტარში.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სომხები შეძლებენ თავის დაცვას იმისგან, რასაც აკეთებენ აზერბაიჯანელები, და რომ სანამ ეს მოხდება, ისინი ყველანი მიაღწევენ ცეცხლის შეწყვეტას, რათა დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და სცადონ ამაში გარკვევას - ანუ იმაში, რაც მართლა ისტორიული და რთული პრობლემაა,“ აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს მოლაპარაკებებით და არა შეიარაღებული კონფლიქტით და, მით უმეტეს, მესამე ქვეყნების ჩარევით, „რომლებიც მზად არიან საკუთარი სამხედრო ძალის მიწოდებისთვის.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG