Accessibility links

site logo site logo

გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკია


ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირდა 7334 ადამიანი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში ეპიდემიის დაწყების შემდეგ. წინა პიკი მარტის ბოლოს იყო.

გერმანიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 348 500-ს აჭარბებს. მათგან გამოჯანმრთელებულია 284 600. COVID-19-ით გარდაცვლილია 9700-ზე მეტი ადამიანი.

რობერტ კოხის სახელობის ინფექციურ დაავადებათა შემსწავლელი ფედერალური ინსტიტუტის დირექტორის, ლოთარ ვილერის განცხადებით, დღეს ვირუსის შესახებ გაცილებით მეტი იციან და საავადმყოფოები და მედპერსონალი უკეთ მომზადებულნი არიან, მაგრამ გერმანია მკაცრ იზოლაციაში ხელმეორედ მოქცევას თავიდან აიცილებს, თუკი ქვეყნის ყველა მცხოვრები პასუხისმგებლობას გამოიჩენს და მთავარ წესებს დაიცავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG