Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განახლებული მონაცემებით, საქართველოში 3 558 291 პოტენციური ამომრჩეველია


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიიღო განახლებული მონაცემები ამომრჩეველთა შესახებ.

15 ოქტომბრის მდგომარეობით, პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაშია 3 558 291 პირი. ცესკო-ს ინფორმაციით, ეს მონაცემები დამუშავდება და უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა.

ბოლო საერთო ეროვნული არჩევნების - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის, ერთიან სიაში რეგისტრირებული იყო 3 518 877 ამომრჩეველი, მეორე ტურისთვის კი, ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენდა 3 528 658-ს.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში დანიშნულია ქვეყნის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG