Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალილზადის თქმით, თალიბანი დათანხმდა ძალადობის შემცირებას ავღანეთში


ავღანეთის სააკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანახმად, მან შეძლო შეთანხმების მიღწევა თალიბანთან, რომელიც მზადაა შეამციროს ძალდობა ავღანეთში, რასაც თან ახლავს დიდძალი მსხვერპლი.

თავსი ტვიტერში ზალმაი ხალილზადი აღნიშნავს, რომ მან და გენერალმა სკოტ მილერმა, ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალმა, ამ საკითხზე გამართეს რამდენიმე შეხვედრა დაჯგუფების ლიდერებთან.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მკაცრად დაიცავენ თებერვალში ყატარში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებს, - აცხადებს ხალილზადი.

ზალმაი ხალილზადის ამ განცხადების ფონია ავღანეთის სამთავრობო ჯარებსა და დაჯგუფება თალიბანს შორის მიმდინარე მძიმე ბრძოლები, რომლის გამოც სახლებს ტოვებს ათასობით ავღანელი და იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

ეს ძალადობა ხელს უშლის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული იმ სამშვიდობო პრინციპების რეალიზების პროცესს, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას 19 წლის განმავლობაში მიმდინარე ომს ავღანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG