Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია მოქალაქეებს: საზოგადოებრივი ტრანსპორტით აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლეთ


თბილისის მერია COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებლის გათვალისწინებით მოქალაქეებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი.

ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების შესრულებას ტრანსპორტში შსს-ც ზედამხედველობს.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგურების შესასვლელებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს პირბადეების გამოყენებას შეხსენებენ.
„იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეებს თან არ აქვთ პირბადე, მას ჩვენ ვაძლევთ. მოქალაქეებს ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ყურადღება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მთავრობის განკარგულებით, პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულოა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 342 აჭარიდანაა. ინფიცირებულთა რიცხვი თბილისში 277-ია. ბოლო დღე-ღამეში 11 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 124-ს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG