Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქს საარტილერიო ცეცხლი დაუშინეს ხანმოკლე პაუზის შემდეგ


სტეფანაკერტელები აკვირდებიან ქუჩაში ჩამოვარდნილ რაკეტას. 15 ოქტომბერი, 2020 წელი.
სტეფანაკერტელები აკვირდებიან ქუჩაში ჩამოვარდნილ რაკეტას. 15 ოქტომბერი, 2020 წელი.

აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის დედაქალაქს, სტეფანაკერტს 15 ოქტომბერს საარტილერიო ცეცხლი დაუშინეს ხანმოკლე პაუზის შემდეგ, რომელიც ხუთი დღის წინ რუსეთის შუამავლობით დადებულმა ზავმა მოიტანა, იტყობინებიან ერევანი და რეგიონში ეთნიკური სეპარატისტები.

არის საშიშროება, რომ ათწლეულების დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო უფრო ფართო ომში გადაიზრდება და მასში თურქეთი და რუსეთი ჩაერევიან.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განაცხადებით, აზერბაიჯანის ძალებმა „ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი გახსნეს“ აზერბაიჯანის და ეთნიკური სომხური ძალების გამყოფი ხაზის სხვადასხვა მონაკვეთში. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების თანახმად, სტეფანაკერტში აზერბაიჯანის ძალებმა "სამოქალაქო ობიექტებს“ დაარტყეს.

AFP-ს ჟურნალისტის ცნობით, მან ცხრა აფეთქების ხმა გაიგონა და დაინახა კვამლი საცხოვრებელი უბნის თავზე ქალაქის გარეუბანში. სტეფანაკერტში დაახლოებით 55 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

სომხეთმა 15 ოქტომბერს დაადანაშაულა თურქეთი, რომ ჰუმანიტარული დახმარების მოძრაობას უშლის ხელს თავის საჰაერო სივრცეში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის არმია აკონტროლებს ყარაბაღის ხუთიდან ორ მთავარ რეგიონს და მათაც აიღებს, თუ ერევანი არ დათანხმდება რეგიონიდან ჯარის გაყვანას გარკვეულ ვადაში.

XS
SM
MD
LG