Accessibility links

site logo site logo

"ევროპულმა საქართველომ" 17 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია და მარში გააუქმა


"ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებით, ხვალ, 17 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია და მარში აღარ გაიმართება. კორონავირუსის გახშირებული მაჩვენებლის გამო მიღებული გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გააცნო.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, ვიღებთ გადაწყვეტილებას - ეს აქცია აღარ გაიმართება და ამითი შევიტანოთ ჩვენი წვლილი მოსახლეობის დაცვაში", - თქვა ბაქრაძემ.

მისი თქმით, პარტია კვლავ გააგრძელებს წინასაარჩევნო პერიოდში აქტივობებს, მათ შორის, გამართავს აქციებსაც.

"ჩვენ გვექნება შეხვედრებიც, აქციებიც, მაგრამ ეს ერთი კონკრეტული აქცია იყო სრულიად განსხვავებული ფორმის და ფორმატის, რადგან ამ ერთ აქციაზე მოხდებოდა სხვადასხვა რაიონებიდან ათასობით ადამიანის თავშეყრა, რაც გაზრდიდა რისკს და მოხდებოდა მსვლელობა, რომლის დროსაც რთულია დისტანციის გაკონტროლება", - აღნიშნა ბაქრაძემ.

ხვალ, 17 ოქტომბერს პარტია მრავალათასიან აქციას გეგმავდა, სადაც სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსულ მათ მხარდამჭერებს უნდა მოეყარათ თავი. აქციის ბოლოს იგეგმებოდა მსვლელობა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG