Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ არ მიიღებს პუტინის შეთავაზებას NEW START-ის ხელშეკრულება უპირობოდ გაგრძელდეს ერთი წლით


რუსეთის საკონტინენტთაშორისო რაკეტა სტარტისას
რუსეთის საკონტინენტთაშორისო რაკეტა სტარტისას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, აშშ-ს შესთავაზა, გაგრძელდეს სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების და შეზღუდვის ზომების შესახებ ხელშეკრულება, NEW START-ი, ერთი წლით ყოველგვარი პირობების გარეშე. აშშ-მა განაცხადა, რომ არ შეუძლია შეთავაზების მიღება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტო ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ პუტინის შეთავაზება არ შეიძლება იქნეს მიღებული.

პუტინის შეთავაზებაში არაფერია ნათქვამი ბირთვული ქობინების არსებული არსენალების გაყინვის შესახებ.

პუტინის თქმით, შეთანხმება თუ მოხდა, მხარეებს შეეძლებათ, აწარმოონ მოლაპარაკება ყველა არსებული საკითხის გარშემო.

NEW START-ი, ბოლო მსხვილი ხელშეკრულებაა ბირთვული იარაღის შესახებ ორ ქვეყანას შორის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გააფორმეს 2010 წელს. მისი მოქმედების ვადა გაისად თებერვალში იწურება.

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სურდა, რომ მისი მონაწილე ჩინეთიც გამხდარიყო. რუსეთი ამას არ დაეთანხმა.

ამასთან, იარაღის კონტროლის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა, მარშალ ბილინგსლიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი საპრეზიდენტო არჩევნებამდე მზად არის, გააგრძელოს ხელშეკრულება შეზღუდული ვადით და ამ პირობის გარეშე. მარშალ ბილინგსლიმ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა "პრინციპში მიაღწიეს შეთანხმებას", NEW START-ის ხელშეკრულებას ვადა განუსაზღვრელი პერიოდით გაუგრძელდეს. ამავე დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის წინადადება მოსკოვისთვის მიუღებელი იყო.

2010 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს განთავსებული ბირთვული ქობინების 1550 ერთეულამდე შემცირებას.

რუსეთმა ახლახან გამოაცხადა, რომ შექმნა ახალი ტიპის ბირთვული იარაღი, რომელიც არ არის ნახსენები NEW START-ში და როგორიცაა ზებგერითი ბლოკი „ავანგარდი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG