Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა გაფრთხილება გამოთქვა შემთხვევითი ცეცხლის დაშენის შესახებ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან


ირანის ჩრდილო-დასავლეთში, ხოდა აფარინის თემში დაეცა რაკეტები, რომლებიც მთიანი ყარაბაღისთვის კონფლიქტის ზონიდან იქნა გატყორცნილი.
ირანის ჩრდილო-დასავლეთში, ხოდა აფარინის თემში დაეცა რაკეტები, რომლებიც მთიანი ყარაბაღისთვის კონფლიქტის ზონიდან იქნა გატყორცნილი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ახალი გაფრთხილება სომხეთისა და აზერბაიჯანის მისამართით მას შემდეგ, რაც იტყობინებდნენ, რომ შემთხვევითმა ცეცხლმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის რეგიონიდან, ერთი ადამიანი დაჭრა ირანის მხარეს სასაზღვრო არეალში.

"თუ მსგავსი ცეცხლი კვლავაც გამეორდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ დარჩება უმოქმედოდ", დაწერა ტვიტერში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, საიდ ხათიბზადემ, 16 ოქტომბერს, შემდგომი გავრცობის გარეშე.

ათი რაკეტა ჩავარდა ორ სოფელში, ხოდა აფარინის თემში, ირანის აღმოსავლეთში, აზერბაიჯანის პროვინციაში, რის შედეგადაც დაინგრა ერთი შენობა და დაიჭრა ერთი ადამიანი, განაცხადა ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ ადგილობრივი ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით.

ხოდა აფარინი ესაზღვრება აზერბაიჯანში, ეთნიკურად სომეხი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, რომელიც მთიანი ყარაბაღის მომიჯნავეა. მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, მაგრამ მას ეთნიკური სომხები აკონტროლებენ 1994 წლიდან მოყოლებული, როცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებამ დაასრულა სეპარატისტული ომი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩაღდა.

ბრძოლა სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის ამ ტერიტორიასა და მის გარშემო, 27 სექტემბრის შემდეგ გრძელდება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად. რაკეტების და საარტილერიო ცეცხლმა არაერთხელ გადაკვეთა საზღვარი, რის გამოც ირანმა გაფრთხილება გამოთქვა 12 ოქტომბერს იმის შესახებ, რომ "ნებისმიერი შემოჭრა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამ კონფლიქტის რომელიმე მხარის მიერ, მიუღებელია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG