Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტრო ასახელებს საწოლების, სასუნთქი აპარატების და პერსონალის რაოდენობას 


ეკატერინე ადამია
ეკატერინე ადამია

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ ილაპარაკა საქართველოში COVID-19-თან საბრძოლველად მობილიზებული რესურსების შესახებ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში 44-მდე COVID-კლინიკა მოქმედებს, რომლებშიც არის 3700-ზე მეტი საწოლი:

  • თბილისი - 18 კლინიკა (საწოლების რაოდენობა - 1987);
  • აჭარა - 11 კლინიკა (საწოლების რაოდენობა 731);
  • იმერეთი - 10 კლინიკა (644 საწოლი);
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2 კლინიკა (190 საწოლი);
  • შიდა ქართლი - 1 კლინიკა ( 164 საწოლი);
  • მცხეთა-მთიანეთში 1 კლინიკა (111 საწოლი);
  • გურია - 1 კლინიკა (21 საწოლი).

COVID-დადასტურებული პაციენტების სამართავად ქვეყანაში მობილიზებულია 20 COVID-სასტუმრო (დღეისათვის ამ სასტუმროებში 1200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება). პარალელურად შემუშავებულია სხვა დაწესებულებების ნუსხა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვებიან.

ეკა ადამიას განცხადებით, საქართველოში საწოლფონდის რაოდენობა ჭარბია და აღემატება საჭირო რაოდენობას. ქვეყნის მასშტაბით სულ არის 17 400-ზე მეტი საწოლი, მათ შორის, ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის საწოლი არის 2290.

ეკა ადამიას ინფორმაციით, ქვეყანაში მობილიზებულია 2 453 სასუნთქი აპარატი.

სამედიცინო პერსონალი

ქვეყნის მასშტაბით 17 990 ექიმია, მათ შორის, ინფექციონისტი - 500-მდე, რეანიმატოლოგი - 1 400-ზე მეტი, ექთნების რაოდენობა 14 800-ზე მეტია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით გადამზადებულია 3 900-ზე მეტი ექიმი და 2 300-ზე მეტი მედდა და სანიტარი. ქვეყნის მასშტაბით ტრენინგი ჩაუტარდა 2 044-ზე მეტ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას.

ტესტირება

საქართველოში COVID-ტესტირებაში ჩართულია 26-ზე მეტი ლაბორატორია. 4-5 ლაბორატორია რეგისტრაციის პროცესშია. ნაცხის აღება კი შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებაში. ადამიას თქმით, ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად ტარდება 9000-ზე მეტი ტესტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG