Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს, ტრამპის მიერ დასახელებული კანდიდატურა ახლოსაა სენატის მიერ მის დამტკიცებასთან დემოკრატების პროტესტის მიუხედავად


ემი კონი ბარეტი
ემი კონი ბარეტი

15 ოქტომბერს შეერთებული შტატების სენატი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში ემი კონი ბარეტის კანდიდატურის დამტკიცებას მას შემდეგ, რაც იურიდიულმა კომიტეტმა, რომელსაც რესპუბლიკელები განაგებენ, მოსმენების მეოთხე დღე დაასრულა და დემოკრატების მხრიდან პროტესტის ფონზე, 22 ოქტომბრისთვის დანიშნა კენჭისყრა.

დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დასახელებულ კანდიდატურას ოქტომბრის ბოლოს კენჭს უყრის სენატის სრული შემადგენლობა - სადაც რესპუბლიკელებს აქვთ უმრავლესობა - 53 ხმა, დემოკრატების 47 ხმის წინააღმდეგ.

იურიდიული კომიტეტის მოსმენების ბოლო დღეს კიდევ უფრო ძლიერი იყო დემოკრატების პროტესტი, როგორც თავად უწოდეს, მოსმენების ნაჩქარევი ხასიათის გამო.

სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა (დემოკრატი-კონექტიკუტი) დაიჩივლა, რომ მოსმენები "დაჩქარებული იყო ისტორიულად უპრეცედენტო ფორმით“.

დემოკრატებმა დაიჩივლეს იმის გამოც, რომ 48 წლის ბარეტმა თავი აარიდა იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რომლებიც არჩევნების შემდეგ ძალაუფლების გადაცემას ეხებოდა.

ტრამპი ესწრაფვის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე უზენაესი სასამართლოს ახალი წევრის დამტკიცებას. პრეზიდენტის თქმით, ის მოელის, რომ სასამართლოს სხდომას მოიწვევენ, რათა მან მიიღოს გადაწყვეტილება შედეგების შესახებ, რადგან ფოსტით ხმის მიცემის გაფართოების გამო შესაძლებელია გაყალბება მოხდეს.

საარჩევნო კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს მტკიცებები უსაფუძვლოა, ამის მაგალითად მოჰყავთ ის, რომ ფოსტის საარჩევნო ბიულეტენების გაგზავნის მეთოდი ათწლეულების განმავლობაში გამოყენება აშშ-ის არჩევნებში სერიოზული პრობლემების გარეშე. თუ ბარეტის კანდიდატურას დაამტკიცებენ, უზენაეს სასამართლოში კონსერვატორთა უმრავლესობა 6-3-თან ექნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG