Accessibility links

აბდულა აბდულა, თალიბანთან ავღანეთის მთავარი მომლაპარაკებელი, ირანში ჩავიდა


ავღანეთის მთავარი მომლაპარაკებელი, აბდულა აბდულა, ირანში ჩავიდა სამუშაო ვიზიტით იმ ფონზე, როდესაც ყატარში გრძელდება სამშვიდობო მოლაპარაკება დაჯგუფება თალიბანსა და ქაბულს შორის.


მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს 19 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების გზების გამოძებნას, 12 სექტემბრიდან დაიწყო დოჰაში.

აბდულა აბდულა, ავღანეთის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, სამდღიანი ვიზიტით კვირას ჩავიდა ირანში, რომელიც ქაბულსა და თალიბანს შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი შუამავალია.

აბდულამ თავის ტვიტერში დაწერა, რომ იგი შეხვდება „ირანის ლიდერებს“ და გაუზიარებს განიხილავს მათთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკების, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG