Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ისგან გარდაიცვალა რუსეთის იალტის ადმინისტრაციის თავკაცი


ივან იმგრუნტი
ივან იმგრუნტი

კორონავირუსისგან 18 ოქტომბერს გარდაიცვალა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის იალტის ადმინისტრაციის მეთაური, ივან იმგრუნტი.


მანამდე რუს მოხელეს აღმოაჩნდა COVID-19-ი. 59 წლის იმგრუნტი გასული წლის ნოემბერში აირჩიეს იალტის ხელმძღვანელად.


30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მოხელე საავადმყოფოშია გადაყვანილი. იმხანად იმგრუნტი საკუთარ მდგომარეობას „ნორმალურს“ უწოდებდა.


რუსეთი კორონავირუსის გავრცელებით ერთ-ერთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

ეპიდემიის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსისგან დაინფიცრიდა 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი. ვირუსისგან გარდაიცვალა სულ მცირე 24 ათასი პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG