Accessibility links

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ტურის ცენტრალური მატჩი კორონავირუსის რისკის გამო გადაიდო


დღეს, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“, მეცამეტე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები „დინამო თბილისი“ და თბილისის „ლოკომოტივი“ უნდა დაპირისპირებოდნენ, მაგრამ თამაშის დაწყებამდე სამიოდ საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია შეხვედრის გადადების შესახებ.

ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებსაიტის განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო, მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტის გამო. გადადებული თამაში 8 ნოემბერს გაიმართება.

ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, რომელი კლუბის რომელ წევრებზეა საუბარი. თუმცა, ეროვნული ლიგის განცხადებას მოჰყვა „დინამო თბილისის" განცხადება - საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მთლიანად გუნდს და თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსზე და ყველას ნეგატიური პასუხი მიუვიდა. ასევე ნეგატიურია „დინამო თბილისის“ აკადემიაში ბოლოს აღებული ტესტებიც და აკადემია ორშაბათიდან წესების სრული დაცვით განაახლებს ფუნქციონირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG