Accessibility links

აჭარაში ერთი შეზღუდვა მოიხსნა


დღეიდან, 19 ოქტომბრიდან აჭარის რეგიონში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

ისევ აკრძალულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა. ღამის ათ საათმდე მუშაობენ რესტორნები. კორონავირუსის ეპიდაფქეთების გამო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეს შეზღუდვები 25 სექტემბრიდან დაწესდა.

რეგიონის სასწავლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან.

ბოლო დრომდე, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში ფიქსირდებოდა. გასულ შაბათ-კვირას აჭარამ თბილისის შემდეგ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ისევ მაღალია. მხოლოდ გასულ 2 დღეში 569 ადამიანი დაინფიცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG