Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნიმ რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა, კრემლი ცდილობს, ხელი შეუშალოს მის გეგმებს


რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ კრემლი, რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს რუსეთში მისი დაბრუნების გეგმას.

აშშ-ის სამაუწყებლო სადგურთან, სი-ბი-ეს-თან საუბრისას, ნავალნიმ თქვა, რომ რამდენი თვეში უკან დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, რათა გააგრძელოს სამუშაო.

ნავალნიმ ეს ინტერვიუ სი-ბი-ეს-ს მისცა ბერლინში, სადაც ის აგვისტოში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გამოჯანმრთელების გზაზეა. ნავალნის თქმით, მისი მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდება, მაგრამ თავს ჯერ კიდევ „ცოტა სუსტად“ გრძნობს.

ნავალნი ბერლინის „შარიტეს“ სავადმყოფოდან 22 სექტემბერს, 32-დღიანი წოლის შემდეგ გაწერეს. მან თქვა ასევე, რომ ის ბოთლზე შეხების შედეგად მოიწამლა, შხამი ბოთლში არ იყო.

გასულ კვირაში ევროკავშირმა და ბრიტანეთმა გადაწყვიტეს, მოგზაურობის აკრძალვის და აქტივების გაყინვის სახით სანქციები დაუწესონ რუსეთის მაღალი რანგის ექვს ოფიციალურ პირს და ერთ ორგანიზაციას „მოწამვლასთან დაკავშირებული „თავდასხმის მცდელობის“ გამო. ნავალნის თქმით, მან შენიშნა, რომ აშშ-მა მსგავს ზომებს არ მიმართა და თვლის, რომ ვაშინგტონიც ასე უნდა მოიქცეს.

XS
SM
MD
LG