Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩარკვიანი: როგორც კი ჩემს ღირებულებებს რაიმე შეეხება, მე იქიდან ვქრები


თაკო ჩარკვიანი
თაკო ჩარკვიანი

„როგორც კი ჩემს ღირებულებებს რაიმე შეეხება, მე იქიდან ვქრები იმიტომ, რომ ჩემს სიცოცხლეში არ გადამიხვევია, ასეთი არ მქონია ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც გადავუხვიე იმ ჩემს პოსტულატს, რომელიც ბავშვობიდან მაქვს. გამორიცხული ამბავია“, - ასე უპასუხა „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა თაკო ჩარკვიანმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ წამყვანის შეკითხვას, რას იზამს თაკო ჩარკვიანი იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო კამპანიას ხელისუფლებასთან დაახლოვებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილიც აფინანსებს.

„როგორც კი მსგავსი რამ აღმოჩნდება და არ შესრულდება ის, რაზეც მე და გიორგიმ ხელი მოვაწერეთ, თამარ ჩარკვიანის ფეხი არ იქნება იქ, იმ ატმოსფეროში. მე მაქვს ცალკე პარტია, მე და გიორგი ვართ იმ ღირებულებებით იმ ბლოკში და ზუსტად ვიცი, რომ გიორგი ვაშაძე ბოლომდე დარჩება ამ ღირებულებების ერთგული“, - განაცხადა „დილის საუბრებში“ თაკო ჩარკვიანმა.

„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეობს. ბლოკი ამ დროისათვის 6 ყველაზე კარგად დაფინანსებულ საარჩევნო სუბიექტებს შორისაა. მასში „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გაერთიანებულია პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართალი“, რომელსაც თაკო ჩარკვიანი ხელმძღვანელობს. თაკო ჩარკვიანი ბლოკის საარჩევნო სიის მეორე ნომერი და თბილისის საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო ნომერია 27.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG