Accessibility links

site logo site logo

გახარია: საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველდღიურად გაიმართება


საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ყოველდღიურად გაიმართება. ამის შესახებ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

საკოორდინაციო საბჭო ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გასატარებელ ღონისძიებებსა თუ გეგმებზე მსჯელობს. მასში გაერთიანებული არიან როგორც მთავრობის წევრები, ისე ეპიდემიოლოგები.

ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღეა კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1 000-ს მიუახლოვდა და გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 1 186 პირს დაუდასტურდა, მათ შორის პარლამენტის დეპუტატს, ნინო წილოსანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG