Accessibility links

logo-print logo-print

საფრანგეთის პოლიცია ახალ ოპერაციებს ატარებს მასწავლებლის მოკვლის შემდეგ


საფრანგეთის ხელისუფლების თანახმად, სავარაუდოდ, ისლამისტის მიერ ისტორიის მასწავლებლის მოკვლის შემდეგ პოლიცია ახალ ოპერაციებს ატარებს. საშუალო სკოლის მასწავლებელს, სემუელ პეტის 16 ოქტომბერს მოკვეთა თავი სკოლის მახლობლად, კონფლან-სან-ონორინში, პარიზის ჩრდილოეთ გარეუბანში, 18 წლის კაცმა, რომელიც შემდეგ პოლიციამ მოკლა.

მკვლელი რუსეთიდან იყო, ეთნიკურად ჩეჩენი, რომელიც ქალაქ ერვიოში ცხოვრობდა. საფრანგეთის სპეციალურ სამსახურებს ის ადრე შემჩნეული არ ჰყოლიათ. მკვლელობას ხალხის რისხვა მოჰყვა საფრანგეთში და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან - დაგმობა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის თქმით, საფრანგეთში მიმდინარეობს 80-მდე შემთხვევის გამოძიება, რომლებიც ეხება ინტერნეტში სიძულვილის შემცველი მასალის გავრცელებას. ფრანგმა მინისტრმა 19 ოქტომბერს ასევე თქვა, რომ ხელისუფლება შეისწავლის საფრანგეთის ზოგიერთი მაჰმადიანური გაერთიანების დაშლის საკითხს მათთვის ბრალის წაყენების შემდეგ, რომ ისინი ძალადობის და სიძულვილის პროპაგანდას ეწევიან.

დარმანენის თანახმად, ერთ-ერთი მოსწავლე გოგონას მამა იმ სკოლაში, სადაც პატი მუშაობდა, მისი მოკვლის მოწოდებით გამოდიოდა. მოსწავლის მამა ისლამის მეომრად იყო ცნობილი.

პატის მკვლელობამ ხალხს გაახსენა ხუთი წლის წინანდელი თავდასხმა სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე. თავდასხმა მოჰყვა მაჰმადიანთა წინასწარმეტყველის, მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყებას. 2015 წლის იანვრის ამ ინციდენტის დროს ორმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა 11 ადამიანი დახოცა რედაქციის ოფისში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG