Accessibility links

უნგრელი სტუდენტები და ხელოვანები აპროტესტებენ მთავრობის მხრიდან კონტროლის დამყარებას ცნობილ კინოსკოლაზე


ბუდაპეშტში ასობით სტუდენტმა, პოპულარულმა პირმა და უნგრეთის თეატრისა და კინოხელოვნების უნივერსიტეტის (SZFE) პროფესორებმა მიიღეს მონაწილეობა ინოვაციის და ტექნოლოგიის სამინისტროს წინ გამართულ საპროტესტო აქციაში და მთავრობას მოუწოდეს მათ ინსტიტუტს დაუბრუნოს ავტონომია.

155 წლის უნივერსიტეტში მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ შემოღებულ მასშტაბურ ცვლილებებს მიჩნევენ მის მორიგ მცდელობად შეცვალოს უნგრეთის საჯარო ცხოვრება და ის კიდევ უფრო მეტად მიუსადაგოს თავის ნაციონალისტურ და კულტურულად კონსერვატიულ შეხედულებებს.

მთავრობამ 1 სექტემბერს ეს საჯარო ინსტიტუტი იძულებული გახადა კონტროლი კერძო ფონდისთვის გადაეცა და ამ ცნობილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახლა ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი საბჭო მიიღებს.

19 ოქტომბერს გამართულ აქციაში 200-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ოსკარზე წარდგენილმა რეჟისორმა, ილდიკო ენიედიმ. აქციაზე წაიკითხეს უნივერსიტეტის მხარდასაჭერი წერილები. ინოვაციის და ტექნოლოგიის სამინისტრო, რომლის შენობის წინაც გაიმართა აქცია, უნგრეთის უმაღლესი განათლების ინსტიტუტებს განაგებს.

SZFE-დან პროტესტის ნიშნად წავიდა მენეჯმენტი და წამყვანი პროფესორების ნაწილი, მათ შორის ენიედი. 1 სექტემბრის შემდეგ უნივერსიტეტის შენობაში მჯდომარე საპროტესტო აქციას აწყობენ სტუდენტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG