Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაცვლილთაგან ერთი ახალგაზრდა ქალია


ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილი 15 პაციენტიდან ერთი ახალგაზრდა ქალია. 40 წლის ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

გარდაცვლილ ქალს კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები ჰქონდა, მათ შორის, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარდა ამისა, მას ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა.

ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილი 15 პაციენტით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 158-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსი სულ 19 857 პირს დაუდასტურდა, მათგან 10 ათასზე მეტი "აქტიური შემთხვევაა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG